25 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
უკვე სამი საათია, პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

უკვე სამი საათია, პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი" მესამე მოსმენით უნდა მიიღონ.

პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს შორის რამდენჯერმე იყო ფიზიკური დაპირისპირება. ინციდენტი თავდაპირველად ლევან ხაბეიშვილსა და დიტო სამხარაძეს შორის მოხდა. სამხარაძემ ხაბეიშვილის რეპლიკა გააპროტესტა, რომელმაც ოპონენტი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.

ისმოდა გინება და შეურაცხმყოფელი განცხადებები, რის შემდეგაც ხელჩართული ჩხუბი დაიწყო, რომელშიც სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ. ვითარების განმუხტვას მანდატურები ცდილობდნენ.

დღის ამბები