25 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი და სხვადასხვა კლინიკაში მყოფი აქციის მონაწილეები - ომბუდსმენი

"პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ", - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული სამი პირი, ასევე აქციის სხვადასხვა კლინიკაში მყოფი მონაწილეები.

"ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც მიუთითებს არასათანადო მოპყრობასა და ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს" - ვკითხულობთ ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

დაკავებულთა ნაწილი ადვოკატებმა მოინახულეს.

დღის ამბები