25 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
პროტესტის კვირა - დღე მეშვიდე - "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება

პროტესტის კვირა - დღე მეშვიდე. "გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გრძელდება.

მომიტინგეები დღესაც, ქვეყნის მთავარ გამზირზე შეიკრიბნენ. რუსთველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. შეკრებილები ხელისუფლებისგან ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან მსვლელობას აწყობენ, ამ დროისათვის მათ გეზი უზენაესი სასამართლოსკენ აქვთ აღებული.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან აქცია მოძრაობების "ჯიუტისა“ და "დაფიონის“ ორგანიზებით ეწყობა.

დღის ამბები