25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
სარაკეტო იერიში ისპაჰანში - ირანი იერიშზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს

სარაკეტო იერიში ისპაჰანში გამთენიისას განხორციელდა. ირანის სიდიდით მესამე ქალაქში საჰაერო თავდაცვის სირენები გააქტიურდა. ისმოდა აფეთქების ხმა. როგორც ირანის მთავრობაში აცხადებენ, სამიზნე სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა იყო. თავდასხმას ზარალი არ გამოუწვევია. ირანი იერიშზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს, თუმცა თელ-ავივი დუმს.

დგას თუ არა თავდასხმის უკან ისრაელი, ეს ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა 2-მა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ადგილობრივ მედიასთან დაადასტურა, რომ იერიშის ავტორი თელ-ავივია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იერიში ირანში ზუსტად 1 კვირაზე ნაკლებ დროში ხდება მას შემდეგ, რაც თეირანმა ათობით რაკეტა დრონი გაუშვა ისრაელის მიმართულებით. თავდასხმის სამიზნე ისპაჰანი იქ მდებარე ბირთვული ობიექტების გამო გახდა.

ისრაელ-ირანს შორის დაძაბული ვითარების გამო, მთელი მსოფლიო შიშობს, რომ მსოფლიო რეგიონული კონფლიქტის ესკალაციამდე არ მივიდეს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ისრაელმა, ისპაჰანში რაკეტების გაშვებით, ირანი გააფრთხილა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელს უფრო დიდი დანაკარგის მოტანა შეუძლია.

შექმნილი მდგომარეობის გამო, მსოფლიო ლიდერები ხისტ განცხადებებს ერიდებიან და დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

უპასუხებს თუ არა ისრაელს თეირანი, უცნობია. ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ მყისიერ საპასუხო ქმედებას არ გეგმავენ.

დღის ამბები