25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
პარლამენტთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის - "კურიერის" ოპერატორი

პარლამენტის შენობასთან, ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, მათ შორის - "კურიერის" ოპერატორი.

დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების 6 ავტომობილია მობილიზებული.

სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.

დღის ამბები