25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
საქართველოს ისტორიაში პირველად, ეროვნულ ბანკს საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქრო დაემატება -  500 მილიონი დოლარის ოდენობის 7 ტონა ოქრო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე შეისყიდა

საქართველო უკვე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელსაც მონეტარული ოქროს ზოდები აქვს. ქვეყნის ისტორიაში პირველად, ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასი ლითონი შეიძინა. ამ გადაწყვეტილებით, საქართველო 7 ტონა უმაღლესი სინჯის მონეტარული ოქროს მფლობელი გახდა.

ქვეყნის ეროვნული ბანკი, ბოლო ორი წელია, რეზერვებს სტაბილურად ზრდის. თუ სავალუტო მარაგი, 10 წლის წინ, 2,7 მილიარდს შეადგენდა, ახლა ციფრები გაორმაგებულია და, 2024 წლის დღევანდელი მონაცემით, 4.77 მილიარდს მიაღწია. შეძენილი ოქრო ჩვენი ქვეყნის მთლიანი რეზერვების დაახლოებით 11%–ს შეადგენს.

ოქროს ზოდები საქართველოს იმაში უნდა დაეხმაროს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიები გაჩნდეს. კონკრეტულად რა ფასეულობა აქვს ძვირფას ლითონს – "კურიერის" ამ შეკითხვას პასუხი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა გასცა.

საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 1/8 სწორედ სწორედ ოქროშია გამოხატული. ამ მხრივ, ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. ოქროს ზოდებს აქტიურად ყიდულობენ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკებიც.

ეროვნულმა ბანკმა ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის ბაზარზე შეიძინა და ის ამჟამად ლონდონის ცენტრალურ ბანკში ინახება.

დღის ამბები