25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში - იმ ხალხმა, კანონზე რომ ვეკითხებით და ფასებზე რომ ლაპარაკობენ, ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბესა და ეკონომიკაზე - მამუკა მდინარაძე

"მსოფლიო ბანკის" მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში - ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბეზე და ეკონომიკაზე, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არ უნდა აგვერიოს: სიღარიბის მაჩვენებელი იყო 30% და ჩამოვიდა 15%-მდე. ახლა რა კვლევაც გამოქვეყნდა, ეს არის უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი, რომელიც 3%-ს ჩამოსცდა და ეს არის უდიდესი პროგრესი. ანუ, ახლა კანონზე რომ ვეკითხებით და ფასებზე რომ ლაპარაკობენ, ამ ხალხს ჰკითხეთ, როგორ მოხდა, რომ 2004 წელს უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი იყო უკეთესი, ვიდრე 2004-2012 წლებში.

"მსოფლიო ბანკის“ მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე 3,5-ჯერ არის შემცირებული უკიდურესი სიღარიბე საქართველოში და მათ რომ არ გავეჯიბროთ, 2017 წელთან შედარებით შემცირებულია ორჯერ. ახლა ილაპარაკონ ფასებზე, სიღარიბეზე, ეკონომიკაზე“, - აღნიშნა მდინარაძემ.

დღის ამბები