25 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ამ საკანონმდებლო რაღაც ინიციატივაზე მსჯელობა - ლიკა ზაკაშვილი

ბიუროს სხდომის პარალელურად, სადაც დღეს გამჭვირვალობის შსახებ კანბონპროექტი დაინიცირდა, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს ინიცირებულ პროექტზე უარი თქვას.

სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტმა გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახლა დარეგისტრირება გააპროტესტა და განაცხადა, რომ დაწყებული პროცესი საქართველოს ევროინტეგრაციას აზიანებს.

ონლაინ გამოცემა "პუბლიკას" მთავარი რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივაზე მსჯელობა. 

"ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ამ საკანონმდებლო რაღაც ინიციატივაზე მსჯელობა. თუკი მათი მიზანი გამჭვირვალობაა, მოაშორონ სახელი უცხოური ინტერესების გამტარის შესახებ და ის რეგულაციები, რომელსაც გვთავაზობენ გამჭვირვალობის სახელით, გადაიტანონ ნებისმიერ სხვა კანონში," - აცხადებს ზაკაშვილი.

დღის ამბები