25 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე - მამუკა მდინარაძე

ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერ.

როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, მმართველმა გუნდა ქვეყნის კურსი კონსტიტუციით განსაზღვრა და ზუსტად იციან, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება.

"ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას - მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..

ქვეყნის კურსი ჩვენ კონსტიტუციით განვსაზღვრეთ და ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, ეროვნული იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე!
ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს!" - წერს მამუკა მდინარაძე.

 

შეიძლება იყოს ბილეთის ძირი and ტექსტი გამოსახულება

დღის ამბები