25 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციას ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა, ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტზე

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა, რომ ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ლიეტუვაში გამგზავრების მოთხოვნასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლითაც მან მთავრობის ადმინისტრაციას 27 მარტს მიმართა.

მისივე შეფასებით, ამ ჩანაწერით პრეზიდენტმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა "ფეიკი" იყო.

"საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნებართვა სთხოვა იმ მუხლით, რაზეც ამბობდა, რომ ამ მუხლით ნებართვა არ უნდა გაიცემოდესო - სხვა მუხლზე აპელირებდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ის მუხლი მიუთითა, რომელსაც არ აღიარებდნენ - ეს არ არისო იმ მოქმედების დამრეგულირებელი, რომლითაც პრეზიდენტმა ქვეყნის გარეთ ვიზიტები უნდა განახორციელოსო. ანუ, ამ ერთი ჩანაწერით აღიარეს, რომ სიცრუე იყო, სრული "ფეიკი" იყო მათი დავა საკონსტიტუციო სასამართლოში,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციას ლიეტუვაში გამგზავრებასთან დაკავშირებით 27 მარტს მიმართა. პრეზიდენტი ლიეტუვაში ვიზიტს 10-12 აპრილს გეგმავდა. მთავრობამ პრეზიდენტს გამგზავრების ნებართვაზე უარი უთხრა.

 
დღის ამბები