25 ნოემბერი 2024,   11:34
ვრცლად
ბახტრიონის ქუჩის 30 ნომერთან დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

ბახტრიონის ქუჩის 30 ნომერთან დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს. მონაკვეთი სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანდა. ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ, გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და შესაბამისი დასკვნა წარმოადგინა, რის მერეც საგზაო სამუშაოები დაიწყო.

აღდგენით სამუშაოებს, რომელიც 10 დღეში დასრულდება, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ასრულებს. დაიგება ასფალტის საფარი და მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. 

დღის ამბები