თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი დეტალურად ყვება, რა მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ესაჭიროება ისტორიულ ძეგლს . ნარიყალას ციხის კედლის ძირითადი ფრაგმენტები დაბზარულია, დაზიანებული ნაწილი კი დროებით რკინის ჯებირებითაა გამაგრებული.
შესაკეთებელია ციხის უკანა კედელიც. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შესასვლელ ნაწილში, ქვის ცვენაა დაწყებული. საფრთხის გამო კარიბჭესთან სპეციალური ბადეა გაკრული .
ნარიყალას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყება დღეს, თბილისის მერმა დააანონსა და თქვა, რომ ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის მოწესრიგება მომდევნო კვირიდან დაიწყება. უკვე შერჩეულია კომპანიაც, რომელიც სამუშაოებს შეასრულებს. პროექტის ფარგლებში ისტორიული ძეგლი სრულად აღდგება. საყრდენი კედლების გარდა, შიდა ტერიტორიაზე ახალი ბილიკები მოეწყობა, განახლდება ეზო და მოწესრიგდება გარე პერიმეტრი.
ურბანისტები ამბობენ, რომ მთავარი ისტორიული ძეგლის ძველი იერსახის შენარჩუნება, თბილისის განვითარების ფონდმა ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები 2017 წელს განახორციელა.
ბიუჯეტიდან კი, 726 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მეორე ეტაპის სამუშაოები ერთ კვირაში დაიწყება და 2025 წლის შემოდგომაზე დასრულდება. ისტორიული ძეგლის რეაბილიტაციისთვის 13 მლ ლარია გამოყოფილი.