31 მარტი 2025,   09:43
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიც არ უნდა ურტყათ წრეები, მაინც ვერ გაანადგურებთ, ტყუილია მცდელობები" - გიორგი ბარამიძე

მმართველი პარტიის ინიციატივაზე დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა და მისი განადგურების მცდელობები ფუჭია.  

"ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი. ამიტომ, "ნაციონალურ მოძრაობას" რამდენიც არ უნდა ურტყათ წრეები, ამას უკვე აკეთებთ მეცამეტე წელიწადია, მას ვერ გაანადგურებთ, ტყუილია მათი მცდელობები. ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს სასამართლო, ამ შემთხვევაშიც, "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებაში, იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური. ყველა იმ მშვიდობიანი გზით ვიბრძოლებთ, რომლითაც გვექნება შესაძლებლობა," - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

"ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლანა გალდავა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს. 

"ეს არის შეთქმულება მთლიანად საქართველოს დემოკრატიული წყობილებისა და პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ, რაც, ცხადია, არის მათი მთავარი მიზანი. ამ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს გახლდათ. თავის მხრივ, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, განსაკუთრებით "ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერებისა და დამფუძნებლების მიმართ. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი დამარცხდნენ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში, ისინი თავს დამარცხებულად თვლიან ყველა მომდევნო არჩევნებში და ამიტომაც აანონსებენ წინასწარ ამ პრევენციულ ღონისძიებას", - აცხადებს ლანა გალდავა.

 

 

დღის ამბები