13 მარტი 2025,   11:53
ვრცლად
"ვიდრე ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს" - ალექსანდრე რაქვიაშვილი

საპარლამენტო კომიტეტები მასშტაბურ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე მუშაობას ხვალიდან იწყებენ. კანონპროექტი, პირველი მოსმენით, თავდაპირველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე გადის.

საკანონმდებლო პაკეტი კანონმდებლობის განსაკუთრებით გამკაცრებას ე.წ. გამსაღებლების მიმართ ითვალისწინებს - მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაშიც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად იზრდება.

საკითხის დარეგულირების მნიშვნელობას ადასტურებენ ოპოზიციაში, თუმცა მიაჩნიათ, რომ, პირველ რიგში, ნარკოპოლიტიკის მიმართ მიდგომის შეცვლაა საჭირო.

"არაფერი არ შეიცვლება, ჩემი აზრით, არანაირი შედეგი ამას არ მოჰყვება გარდა იმისა, რომ ზოგადად ჩვენი ნარკოპოლიტიკა მიმართულია არა იმაზე, რომ ადამიანები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ, არამედ ებრძვის კონკრეტულად ნივთიერებებს და ამის გამო უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. სანამ ზოგადად ნარკოპოლიტიკა არ შეიცვლება, პრიორიტეტად არ იქნება ადამიანის სიცოცხლე და არა კონკრეტული ნივთიერება, არაფერი ეშველება ამ ყველაფერს", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები