
ამერიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ მისი უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საუბარი იყო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.