
ნარკომომხმარებლებისთვის ახალი ანტინარკოტიკული საკანონმდებლო პაკეტი დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს - თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯარო ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, პროექტში მომხმარებლის იძულებითი წესით ნარკოტესტზე გადაყვანა ჩანაცვლებულია უარის შესაძლებლობით, თუმცა სანქციები ძალაში რჩება.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რაც, ნარკომოხმარების დადასტურების, ან შესაბამისი შემოწმების თავის არიდების შემთხვევაში, არაერთი უფლების შეზღუდვას გულისხმობს. მაგალითად, ეს შეიძლება შეეხებოდეს მართვის მოწმობის ჩამორთმევას შესაბამისი ვადით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლების, ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი.