
თუ ევროკავშირს სურს, თავიდან აიცილოს ძალაუფლებისა და გავლენის დაკარგვა, მაშინ თურქეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო უნდა გახდეს, - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი.
ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ერდოღანის თქმით, თურქეთი და პოლონეთი საკვანძო მოკავშირეები არიან, რომლებიც ნატო-ს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფლანგებზე ხელმძღვანელობენ ევროპაში ორ უმსხვილეს სახმელეთო არმიას.
თურქეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა რუსეთ-უკრაინის ომზეც და დადებითად შეაფასა უკრაინის თანხმობა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.