13 მარტი 2025,   13:21
ვრცლად
"საბოლოო ჯამში, მოუწევთ ისე მოქმედება, როგორც გარე პატრონები დაავალებენ - ლოგიკურია, არჩევნებში მონაწილეობა რომ არ სურთ, რადგან იციან, კიდევ უფრო დიდი ანგარიშით განადგურდებიან" - ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე

ვინ რატომ იკავებს თავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისგან - ოპოზიციის უმეტესი ნაწილის განმარტებით, ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებაა და 4 ოქტომბრის არჩევნებში ჩართვას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და დაკავებული ადამიანების გათავისუფლების შემდეგ განიხილავს.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მათი დაბალი რეიტინგია. გარდა ამისა, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე, მათი ოპონენტები გარე ძალებიდან მორიგ დირექტივას ელიან.

"საბოლოო ჯამში, მოუწევთ ისე მოქმედება, როგორც გარე პატრონები დაავალებენ და ახლა ის, რომ მონაწილეობა არ სურთ - ეს ძალიან ლოგიკურია, ვინაიდან იციან, რომ განადგურდებიან კიდევ უფრო დიდი ანგარიშით. რაღაც პატარა მიღწევა მათ ჰქონდათ საპარლამენტო არჩევნებში, ვინაიდან 61 მანდატი ცოტა ნამდვილად არ არის, თუმცა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაუწბილეს იმედები თავიანთ მხარდამჭერებს იმით, რომ პარლამენტის მუშაობაში არ მიიღეს მონაწილეობა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები