14 მარტი 2025,   09:38
ვრცლად
პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა - შეიარაღებულ მებრძოლებთან ერთად, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც

პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა. მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს, 33 შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. დაპირისპირების შედეგად, დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე და პაკისტანის არმიის 4 ჯარისკაცი.

ბელუჯისტანის რეგიონში გატაცებულ სამგზავრო მატარებელში 450 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების 100 თანამშრომელი იყო. პაკისტანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მატარებლის გატაცებაში 80-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიამ" აიღო, მათ 48 საათში ბელუჯების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს და, მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მძევლების დახოცვით დაიმუქრნენ.

"ბელუჯისტანის გათავისუფლების არმია" პაკისტანის უდიდესი პროვინციის, ბელუჯისტანის ფართო ავტონომიას ან დამოუკიდებლობას ითხოვს.

ორგანიზაციას პაკისტანი და ევროპის რამდენიმე სახელმწიფო ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.

დღის ამბები