
American Airlines-ის თვითმფრინავზე, რომელიც რეგიონულ რეისს ასრულებდა და ჯექსონვილიდან ფილადელფიაში მიფრინავდა, მგზავრებს ურჩიეს, "დარტყმისთვის მომზადებულიყვნენ". ინფორმაციას DailyMail-ი ავრცელებს.
მგზავრებს გაფრთხილება მას შემდეგ მისცეს, რაც თვითმფრინავის ბორტზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
FlightRadar-ის მონაცემებით, რეისმა AA4514-მა ტრანსპონდერის კოდი 7700 გადასცა, რომელიც საგანგებო სიტუაციის აღსანიშნავად გამოიყენება.
თვითმფრინავმა აეროპორტში დაშვება უსაფრთხოდ შეძლო. როგორც მგზავრები სოციალ ქსელ X-ზე წერენ, თვითმფრინავს მუხრუჭების პრობლემა ჰქონდა და პილოტებმა მგზავრები წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი უხეში დაშვების შესახებ, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა.