22 თებერვალი 2025,   19:16
ვრცლად
"პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე - ის მზადაა, მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში" - მარკო რუბიო

კიევსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება გრძელდება. ტრამპის შემდეგ, ზელენსკის მწვავედ აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გააკეთეს შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და სახელმწიფო მრჩეველმა.

ორივე მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტს ტონის დაწევას და ამერიკის შეთავაზებაზე უპირობოდ დათანხმებას ურჩევს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე.

"პრეზიდენტი ტრამპი ძალიან განაწყენებულია ზელენსკიზე - ის მზადაა, მშვიდობისთვის იმუშაოს და იმედოვნებს, რომ ზელენსკი იქნება პარტნიორი ამ საკითხში და არა ის, ვინც კონტრშეტყობინებებს აგზავნის. გულწრფელად რომ გითხრათ, მეც, პირადად, ძალიან განაწყენებული ვარ, რადგან საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან - ვიცე-პრეზიდენტთან ერთად. აქ მადლიერების გარკვეული დონე უნდა იყოს ამაზე, და როცა ამას ვერ ხედავ და ხედავ, რომ ის პრეზიდენტს დეზინფორმაციის სამყაროში ცხოვრებაში ადანაშაულებს, ეს უაღრესად, ძალიან კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა რუბიომ.

ზელენსკი მზად არის ხელი მოაწეროს ამერიკასთან შეთანხმებას წიაღისეულზე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ისევ ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებზეც ამერიკამ მას უარი უთხრა. პარალელურად, ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მათი დღის წესრიგის მთავარი თემაა.

დღის ამბები