
საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში გაემგზავრება, რათა ტრამპი დაარწმუნოს, რომ ამ მომენტში შეერთებული შტატების ინტერესები ევროპელებთან მუშაობაა და რომ პუტინის წინაშე რაიმე სისუსტის გამოვლენა ჩინეთსა და ირანთან ურთიერთობას გაართულებს.
ემანუელ მაკრონმა უკრაინაში არჩევნების ჩატარების სირთულეებზეც ისაუბრა საომარი მდგომარეობის გამო და თქვა, რომ ზელენსკი თავისუფალი სისტემის მიერ არჩეული პრეზიდენტია.
თეთრი სახლის სპიკერი საფრანგეთის პრეზიდენტთან და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტრამპის შეხვედრებს მომავალ კვირაში აანონსებს.