22 თებერვალი 2025,   19:40
ვრცლად
"მან იცის, რომ სრული კრახით დამარცხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედიასაშუალებას, ამიტომ გააუქმა არჩევნები" - მასკი ზელენსკიზე

ილონ მასკის გამოწვევა ვოლოდიმირ ზელენსკის: "ზელენსკის მიერ კონტროლირებადი გამოკითხვა საკუთარი რეიტინგის შესახებ არ არის სანდო" - წერს მილიარდერი.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში აზიარებს სტატიას რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დაზვერვის სამსახურები ვარაუდობენ, რომ ზელენსკის რეალური მხარდაჭერა დაახლოებით 4%-ია.

"მან იცის, რომ სრული კრახით დამარცხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ აკონტროლებს უკრაინის ყველა მედიასაშუალებას, ამიტომ გააუქმა არჩევნები.

ვიწვევ მას, ჩაატაროს არჩევნები და უარყოს ეს", – წერს მასკი.

ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპი სწორად იქცევა, როდესაც იგნორირებას უკეთებს ზელენსკის და ცდილობს მშვიდობის მიღწევას იმ "საზიზღარი, უზარმაზარი კორუფციული მანქანისგან დამოუკიდებლად, რომელიც იკვებება უკრაინელი ჯარისკაცების გვამებით".

დღის ამბები