
საქართველოში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტები იხურება. არსებული ინფორმაციით, USAID-მა დახურა "ენდიაის", "აირაის", "ისფედისა" და "აიეფიესის" საარჩევნო პროექტები. ამ ორგანიზაციებში, შტატების ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ, ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
ISFED-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი USAID-ის მხრიდან დაფინანსებები სრულად შეჩერდება, ეს რთულ ვითარებაში ჩააგდეს საქართველოში მესამე სექტორს:
"უცხოელი დონორები ჩვენი მთავარი დამფინანსებლები არიან, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. USAID-ი უკვე ბევრი წელია საქართველოს და ISFED-ის უმსხვილესი დონორია. რა თქმა უნდა, USAID-ის საქმიანობის შეწყვეტა საქართველოსთვის და სხვა ქვეყნებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება,"- აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.