30 იანვარი 2025,   23:32
ვრცლად
"საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა" - მაკა ბოჭორიშვილი

"განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები", - ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა,

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.

"განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ეს თანამშრომლობა არის ფართო, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა და გავაძლიეროთ. მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაში და გაღრმავებაში. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ რეგულარულ პოლიტიკურ დიალოგს. ძალიან დასაფასებელია ის დინამიკა, რაც ორ ქვეყანას შორის არის.

საქართველო არის ერთგული იმისა, რომ ჩვენ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, სტაბილურობა. გულწრფელად აქვს სურვილი ამის. ვიმედოვნებთ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით და ეს იქნება საფუძველი სწორედ იმისა, რომ ჩვენ რეგიონში იყოს სტაბილურობა. ჩვენ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

 

 

დღის ამბები