სახელისუფლებო გუნდი აქცენტს გერმანიის საგარეო უწყების პოზიციასა და ამავე ქვეყნის ელჩის განცხადებაზე აკეთებს, საუბარია ერთის მხრივ, გერმანელი დიპლომატის 15 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც ფიშერი, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ასახელებს, მეორეს მხრივ კი საგარეო უწყების ოფიციალურ წერილზე, რომელშიც წერია, რომ - "29 დეკემბერს საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული ქართული ოცნების კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ რეზიდენციაში გადავიდა. მისი ლეგიტიმაცია კი საქართველოში საკამათოა".
პეტერ ფიშერის განცხადების შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიციით გერმანული მედია დაინტერესდა. უწყების პრეს სპიკერს, ონლაინ გამოცემის ჟურნალისტმა კითხა - თუ რატომ არის მითითებული, სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილი.
გერმანიის მთავრობისა და ელჩის პოზიციები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება - ასეთია ოპოზიციის შეფასება. მმართველი გუნდის ოპონენტები აქცენტს ისევ არჩევნების ლეგიტიმაციაზე აკეთებენ.
საქართველოს ხელისუფლებისთვის ლოგიკური, მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაა. - საკითხს პრემიერ მინისტრიც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველას მოუწოდა პატივი სცენ არჩეულ პრეზიდენტს
პიტერ ფიშერის განცხადება, სოციალურ ქსელში 15 იანვარს გავრცელდა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი კი 16 იანვარს. უწყებამ პოზიცია, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატის, შეკითხვის საპასუხოდ გაავრცელა.