31 იანვარი 2025,   03:07
ვრცლად
შეერთებული შტატები, უნგრეთი, ალბანეთი, სერბეთი, ხორვატია, თურქეთი და უკვე საქართველო - "ემაარ ჯგუფი" საქართველოში 6 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეველოპერული კომპანიის ისტორია 1997 წლიდან იწყება. მაშინ, როცა დუბაიში დაბადებულმა მოჰამედ ალი რაშიდ ალაბარმა კომპანიის დაარსება და მშობლიური ქალაქის გლობალურ ბიზნედ ჰაბად ქცევა გადაწყვიტა. ამბიციური მიზნის მისაღწევად, წლები, ბევრი შრომა, რისკზე წასვლა, დაბრკოლებების გადალახვა და კრიზისული სიტუაციების დაძლევა მოუწია, თუმცა მიზანი მიღწეულია- დღეს, "ემაარ ჯფუფი" მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში წარმატებით ოპერირებს, ამ სიას საქართველოც შეემატა, სადაც კომპანია 6 მილიარდიან ინვესტიციას დებს.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა - "ბურჯ ხალიფაა". თითქმის 830 მეტრიანი ნაგებობა, 163 სართულით პრემიუმ ოფისებს, სასტუმროებს, მაღაზიებს, საკვებ ობიექტებს და გასართობ სივრცეებს აერთიანებს.

ასე გამოიყურებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა 2015 წლის ახალ წელს, დაუვიწყარი შოუ "ემაარ ჯგუფის" ავტორობით, ისტორიაში ჩაიწერა და გინესის რეკორდებშიც მოხვდა- 10 წუთიანი სანახაობისთვის, ორ ტონაზე მეტი ფეიერვერკი და 70 000 ლედ განათება გამოიყენეს.

მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე დიდი მოლის შემქმნელიც "ემაარ ჯგუფია". 50-ზე მეტი ფეხბურთის მოედნის ზომის დუბაი მოლი - 1200 მაღაზიას და 120-ზე მეტ რესტორანს აერთიანებს. ყოველწლიურად კი მილიონობით სტუმარს მასპინძლობს.

ბევერლი ვესტის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ასევე "ემაარ ჯრუპის" მიერაა შექმნილი. 22 სართულიანი შენობაში მხოლოდ 36 საცხოვრებელი რეზიდენციაა და სტუმრებს საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

"შანელი", "დიორი", "კარტიე" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ცნობილი ბრენდების, რომელთა მაღაზიებიც სტამბოლის "ემაარ სქვეარ მოლშია" განთავსებული. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ობიექტიც ალი რაში ალაბარის კომპანიის შემოქმედებაა.

"ემაარ ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, მაროკო, ეგვიპტე, საქართველოში კი მრავალმილიარდიანი ინვესტიცია თბილისსა და გონიოში ჩაიდება. იგეგმება მულტიფუნქციური პროექტის განხორციელება, რომელმაც ქვეყანას ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების ზრდა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობა უნდა მოუტანოს.

რას მოუტანს საქართველოს "ემაარ ჯგუფი"? - მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხოური ინვესტიციის მოცულობა საქართველოს ეკონომიკის 18 პროცენტია, რაც უპრეცედენტოა.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ საინვესტიციო შეთანხმებას, ხელი გაერთიანებულ საამიროებში სწორედ საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

დღის ამბები