საფრანგეთში, ქალაქ ლიონში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც მეტროში ერთ-ერთ მგზავრს ყელში დანა დაარტყა, რადგან ის მას შეეჯახა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცი ადგილიდან მიმალა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თავდასხმის ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ვიდეო კადრებში ნათესავმა იცნო და პოლიციას შეატყობინა.
სავარაუდო თავდამსხმელი, პოლიციამ რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, საკუთარ სახლში დააკავა.