25 000 სტუმარი 50 ქვეყნიდან, 2000 მონაწილე და 180 სპიკერი - მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური გასტრო კონგრესი madrid fusion დასასრულს უახლოვდება. კულინარიული ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი კი საქართველოა, რომლის სტენდთანაც დილიდან ხალხმრავლობაა.
ქართული კერძები ძველებური და თანამედროვე ვარიაციებით, ღვინო - madrid fusion-ზე კულინარიის საერთაშორისო ექსპერტებს გასტრონომიულ ტრადიციებს საქართველოს ოთხი შეფ მზარეული აცნობს.
საქართველო გასტრო კონგრესზე მეორედ მონაწილეობს. 3 დღიან ღონისძიებაზე სტუმრებისთვის კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია ეწყობა.
madrid fusion სხვა მრავალფეროვანი აქტივობებითაც დატვირთულია. ქართული სტენდი უცხოელ ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დამთვალიერებლები ქართულ და ესპანურ კერძებს შორის მსგავსებას ხედავენ.
მსოფლიოში ცნობილ გასტრო კონგრესზე 50 ქვეყანა მონაწილეობს. madrid fusion 2025 27 იანვარს გაიხსნა და დღეს იხურება.