30 იანვარი 2025,   23:11
ვრცლად
უკრაინელი ჟურნალისტის სკანდალური ინფორმაცია - "ქართული ოცნების" წევრებისთვის ევროსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებაზე, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა

უკრაინელი ჟურნალისტი სკანდალური ინფორმაცია - ოლეგ ბორისოვი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრებისთვის ევროსაბჭოში უფლებამოსილების შეჩერებაზე, ქართულ ოპოზიციასთან ერთად, უკრაინული დელეგაცია მუშაობდა.

მისივე ინფორმაციით, მათ ერთობლივად შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტიც, რომელიც სესიაზე მიიღეს.

"ნახევარი საათის წინ ის შედგა, რასაც კვირიდან ცდილობდნენ, რეზოლუციას უკრაინის დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად ამზადებდა. მომზადდა რეზოლუცია, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს ქართული დელეგაციის უფლებამოსილებას. მათ ეკრძალებათ რაიმე დებატის წარმოება ან კენჭისყრაში მონაწილეობა ეს ფაქტობრივად ლიკვიდაციას მოახდენს ქართული დელეგაციის. საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ეს ძალიან კარგი და ეშმაკური სვლაა, რადგან მათ მხოლოდ ერთ სესიაში მონაწილეობა შეეძლებათ, ეს უკრაინის დელეგაციამ და ოპოზიციამ ერთობლივად ჩაიფიქრეს", - აცხადებს ოლეგ ბორისოვი.

 

დღის ამბები