30 იანვარი 2025,   22:52
ვრცლად
"2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი ურთიერთობებისთვის, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას, ეს არის ახალი შესაძლებლობა" - არარატ მირზოიანი

სომხეთში ორმხრივ შეხვედრებს მართავს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილს მისმა კოლეგამ უმასპინძლა, რის შემდეგაც გაკეთდა ერთობლივი განცხადებები.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აღნიშნული პარტნიორობა ახალი შესაძლებლობაა სომხეთისა და საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის. 

"2024 წელი იყო უმნიშვნელოვანესი ჩვენი ურთიერთობებისთვის, ჩვენი ქვეყნების ლიდერებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ჩვენი ურთიერთობები ორ ერს შორის ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ვითარდებოდა. მაგრამ, ეს უკვე ოფიციალურად გაფორმდა, რაც არის ახალი შესაძლებლობა, როგორც პოლიტიკური დიალოგისთვის, ასევე ეკონომიკური პარტნიორობისთვის. ასევე, სხვა ბევრი მიმართულებით, სადაც ჩვენი პარტნიორობა გაძლიერდება. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაზე, ტრანსპორტზე, ტრანზიტზე, არ გამოვტოვებთ იმ დიდ პოტენციალს, რომელიც კავკასიას გააჩნია, სომხეთ-საქართველოს ტრანსპორტის ტრანზიტის მიმართულებით. ძალიან მიხარია თქვენი მასპინძლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის იმ მოგზაურობის დასაწყისი, რომელსაც ერთად გავივლით," - აცხადებს არარატ მირზოიანი.

დღის ამბები