"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიასა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, სოციალურ ქსელში აფასებს.
როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ინციდენტის ამსახველ კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩხუბსა და პროვოკაციას გიორგი გახარია იწყებს, შესაბამისად, ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედების აღსრულების შემაფერხებელი.
"კარგად ჩანს ვინ იწყებს ჩხუბს და პროვოკაციას, შესაბამისად ოპოზიციური პარტიის ლიდერობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ქმედებების აღსრულების შემაფერხებელი!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.