რუსეთმა ხერსონის ოლქი დაბომბა. დაიღუპა 2 და დაშავდა 4 ადამიანი. თავდასხმა განხორციელდა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე სულ 158 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, - გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა, რომელშიც სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით დრონები და ჯავშანტექნიკაა.