15 იანვარი 2025,   17:46
ვრცლად
2024 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5.1 მილიონ ვიზიტს მიაღწია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში 5,091,732 საერთაშორისო ტურისტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +9%-ით მეტია, 2019 წელთან შედარებით კი ტურისტული ვიზიტების ზრდამ +0.2% შეადგინა. 

გასულ წელს საქართველოში 7,368,149 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.2%-ია, 2019 წელთან შედარებით კი ვიზიტები 78.7%-ით აღდგა. 
ტურისტული და საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.

გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,098,890 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +8.4%-ია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა+0.8%-ს შეადგენს. 

2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 1,573,488 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2023 წელთან შედარებით ზრდა +4.5%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარებით აღდგენა 74.2%-ს შეადგენს. 
2024 წლის მონაცემებით საერთაშორისო ვიზიტორების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან: 

თურქეთი 1,336,834  ვიზიტი
ისრაელი 310,982 ვიზიტი
ყაზახეთი 178,930 ვიზიტი
ინდოეთი 124,335
ჩინეთი 88,583 ვიზიტი
საუდის არაბეთი 88,298 ვიზიტი
უზბეკეთი 64,259 ვიზიტი
ამერიკის შეერთებული შტატები 51,728 ვიზიტი
საფრანგეთი 28,302 ვიზიტი
საბერძნეთი 27,557 ვიზიტი
ქუვეითი 27,277 ვიზიტი
ლატვია 22,297 ვიზიტი
არაბთა გაერთიანებული საემიროები 14,889 ვიზიტი.

დღის ამბები