15 იანვარი 2025,   17:46
ვრცლად
ისრაელსა და "ჰამასს" სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტი დასამტკიცებლად გადაეცათ - რას ითვალისწინებს 3 ეტაპიანი შეთანხმება

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდებ. გასული დღის განმავლობაში, ანკლავში 27 პალესტინელი დაიღუპა. ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, შესაძლოა, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტით და მძევლების გათავისუფლებით დასრულდეს. ეგვიპტესა და კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაშია.

"როიტერის" ინფორმაციით, მხარეებმა ისრაელსა და "ჰამასს" შეთანხმების საბოლოო ტექსტი დასამტკიცებლად უკვე გადასცეს. მოლაპარაკების შედეგად, მხარეებმა პირობები წარადგინეს. ცნობილია, რომ "ჰამასი" მძევლებს ღაზის სექტორიდან "ცაჰალის" სამხედროების გაყვანის გარეშე არ დააბრუნებს.

მაგიდაზე დევს სამ ეტაპიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით ისრაელის საპატიმროებიდან ასობით პალესტინელი ქალის და მოზარდის გათავისუფლების სანაცვლოდ, "ჰამასი" ექვსი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად გაათავისუფლებს 33 მძევალს. შეთანხმების თანახმად, ღაზაში ყოველდღიურად ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 600 მანქანა შევა.

საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ეს დღეების ან საათების საკითხია და პასუხის მიღებისთანავე, ისრაელი მოქმედებას დაიწყებს.

დღის ამბები