გრძელდება სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებლის, გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი - დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითო სიტყვა უნდა თქვან, სავარაუდოდ, სასამართლოს თავად დაკავებულიც მიმართავს.
გიორგი ოკმელაშვილი 15 მაისს დააკავეს "პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით," შემდეგ კი ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმეს - გამოძიება მას "მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვასაც" ედავება.