15 იანვარი 2025,   18:32
ვრცლად
"იმედი" ავრცელებს მასალას, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით იწყება - ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო

ვიდეო კადრები სასტუმრო შერატონის მისაღებიდან - ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა მასალა, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური კონფლიქტი იწყება გიორგი გახარიას მიერ დიმიტრი სამხარაძისთვის ჭიქის სროლით. ამ კადრის შემდეგ უკვე ჩანს, რომ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ცხვირზე დაზიანებით ძირს არის და მას დაცვა აყენებს.

იქამდე გიორგი გახარიას გუნდელებმა განაცხადეს, რომ მათ ლიდერს თავს სასტუმროში მისვლისთანავე, მომენტალურად ათი პირი დაესხა.

ფაქტი გუშინ მოხდა. გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვან. მან სამედიცინო დაწესებულება გუშინვე დატოვა.

დღის ამბები