დროებით ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაშავებული ქალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოინახულა.
ლევან მგალობლიშვილი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც პაციენტს და ოჯახის ახლობლებს შეხვდა.
მისი ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოჯახს ფინანსურად სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს მესამე და მეორე ხარისხის დამწვრობა აქვს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილურია.