დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, სამგზავრო ავტობუსში 14 წლის მოზარდი დანის გამოყენებით მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, მოზარდი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული, მათ შორის, ადგილზე სასწრაფო დახმარების ვერტმფრენიც გამოიძახეს.
ლონდონის მერის განცხადებით, ის მომხდარით შეძრულია და პირადად არის კონტაქტზე საგამოძიებო ორგანოებთან. მისი განმარტებით, მოქალაქეები მალე გაიგებენ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისაჯა.