08 იანვარი 2025,   18:12
ვრცლად
ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სირიის დედაქალაქში პირველი კომერციული ავიარეისი შესრულდა

ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, არაბულმა და დასავლეთის ქვეყნებმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს. დამასკოს აეროპორტმა პირველი კომერციული რეისი ყატარიდან მიიღო.

როგორც Associated Press-ი წერს, Qatar Airways-ის თვითმფრინავმა სატესტო ფრენა შეასრულა.

სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, რომელიც რეისზე სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, აცხადებს, რომ, რეგულარული ფრენების განახლებამდე, დამასკოს აეროპორტის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება სურთ.

დღის ამბები