ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული კამპანია პრემიერ-მინისტრისთვის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოვლინებაა. ირაკლი კობახიძე პია კაუმას მადლობას უხდის ქვეყნის დახმარებისთვის და არ უკვირს, რომ სწორედ ამ მიზეზით გახდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კონკრეტული სუბიექტების მხრიდან მწვავე კრიტიკის სამიზნე. პრემიერ-მინისტრის თქმით, პია კაუმამ თავად იგრძნო ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი და დაინახა ეს კოორდინირებული მოვლენა.
პია კაუმას ვიზიტი გადაიდო, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან არაერთი კრიტიკული განცხადება თუ მიმართვა მოისმინა. შეცვლილი პოზიცია იმ წერილშიც განმარტა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გაუგზავნა.
ვიზიტის გადადება ხელისუფლების ოპონენტებისთვის საკმარისი არ არის. ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ მთავრობის ლეგიტიმაციის აღიარებას ხელს ყველა ფორმით შეუშლიან.
პოლიტიკური რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის გამოვლინებაა სახელისუფლებო პარტიისთვის ოპოზიციის დამოკიდებულება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპონენტების მცდელობა უშედეგო იქნება, რადგან ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხი მოხსნილია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თბილისში 8 იანვარს უნდა ჩამოსულიყო.