08 იანვარი 2025,   21:18
ვრცლად
"დანიამ გრენლანდია უნდა დათმოს, რადგან ის ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად" - ტრამპი აცხადებს, რომ მსოფლიოს უდიდესი კუნძულის ყიდვა სურს

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მსოფლიოს უდიდესი კუნძულის ყიდვა სურს. როგორც დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

"გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისთვის გვჭირდება. კუნძულზე მხოლოდ 45 000 ადამიანია და არავინ იცის, აქვს თუ არა დანიას გრენლანდიაზე კანონიერი უფლება. თუ ასეა, მან უნდა დათმოს გრენლანდია, რადგან ჩვენ გვჭირდება თავისუფალი სამყაროს დასაცავად", - განაცხადა ტრამპმა.

დღეს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი - დონალდ ტრამპ უმცროსი გრენლანდიას ეწვევა.

"გრენლანდია საოცარი ადგილია და მისი ხალხი დიდ სარგებელს მიიღებს თუ, და როდესაც, იგი ჩვენი ქვეყნის ნაწილი გახდება. ჩემი შვილი, დონ უმცროსი და სხვა წარმომადგენლები იქ გაემგზავრებიან, რათა დიდებული ადგილები და ღირსშესანიშნაობები მოინახულონ. ჩვენ მას ბოროტი გარე სამყაროსგან დავიცავთ. დავუბრუნოთ გრენლანდიას დიდება. MAGA!", - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

დანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ კუნძულის დათმობას არ აპირებს.

დღის ამბები