კიშინიოვის აეროპორტში აღმოაჩინეს ამანათი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც უკრაინიდან საქართველოში იგზავნებოდა. ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სათამაშო ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული. მესაზღვრეებმა ის სკანერის მეშვეობით შეამოწმეს, რა დროსაც ასაფეთქებელიც აღმოაჩინეს.