09 იანვარი 2025,   10:14
ვრცლად
ავსტრიის კანცლერი თანამდებობას ტოვებს - მის მოვალეობას, დროებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი შეასრულებს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, დროებით, ქვეყნის კანცლერის მოვალეობას შეასრულებს. როგორც Euronews-ი წერს, ალექსანდრ შალენბერგი მთავრობის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, პარასკევს ჩაიბარებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი შალენბერგს მთავრობის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, პარასკევს ჩააბარებს.

ალექსანდრ შალენბერგი ავსტრიის კანცლერის მოვალეობას 2021 წელსაც ასრულებდა. მაშინ ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელი სებასტიან კურცი, კორუფციაში ბრალდების გამო, გადადგა.

დღის ამბები