პარლამენტის თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის მიერ "მაკკეინის ინსტიტუტის" სტიპენდიის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"თითქმის 12 წლის წინ, მსგავსი ჟესტი ტაფტსის უნივერსიტეტში კიდევ ერთ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს. ორივემ ხალისით მიიღო შეთავაზება.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საქართველოს გამოუცხადა ერთგულება, სააკაშვილი მოგვიანებით გახდა უკრაინის მოქალაქე და ზურაბიშვილიც, სავარაუდოდ, საბოლოოდ დაბრუნდება მშობლიურ საფრანგეთში.
ჩვენი თანამემამულეებისთვის უკვე გასაგებია, ზუსტად ისე, როგორც ამას ვამბობდით, რომ არცერთი მათგანი არასოდეს ყოფილა საქართველოს სამსახურში და ორივე დაბრუნდა იმ ორგანიზაციებში, რომლებმაც ისინი დაასაქმეს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.