09 იანვარი 2025,   07:04
ვრცლად
"გამოჩნდა, რომ მართლები ვყოფილვართ და ეს აღიარა "მეტას" დამფუძნებელმა" - არჩილ გორდულაძე ფაქტ-ჩეკების პროექტის გაუქმებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "მეტას" დამფუძნებელმა აღიარა, რომ ფაქტს-ჩეკერები ცრუ ნარატივებს ატარებდნენ, ამის შესახებ კი "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია საუბრობდა.

მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ცენზორები არიან.

"კონკრეტულად, საქართველოსი მოქმედებს რამდენიმე ე.წ. არასამთავროო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან. ყველას ემახსოვრება, როგორი ცრუ ინფორმაციის კორიანტელს აყენებდნენ "ნაცმოძრაობის" ტელევიზიები მაშინ, როდესაც ისევ და ისევ "მეტა" ხურავდა და გარკვეულ ორგანიზაციებს თუ ჯგუფებს სოციალური ქსელებზე წვდომას უწყვეტდა. როდესაც ჩვენ გამოვდიოდით და ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი "ფეიკის" ნაწილია და მხოლოდ და მხოლოდ ცრუ ნარატივს ატარებს, ამაზე კრიტიკას ვიღებდით. ახლა გამოჩნდა, რომ თურმე მართლები ვყოფილვართ და ეს აღიარა, მათ შორის, "მეტას" დამფუძნებელმა. მან თვითონვე აღიარა, რომ ე.წ. ფაქტ-ჩეკერები, რეალობის წარმოჩენისა და გადამოწმების ნაცვლად, პირიქით, ცენზორები იყვნენ და მხოლოდ და მხოლოდ იმ ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომელიც კონკრეტული პირთა ჯგუფის ინტერესებშია", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები