09 იანვარი 2025,   10:25
ვრცლად
"უკიდურესად შეშინებულები არიან იმ იზოლაციით, რომელშიც მოექცნენ" - თამაზ დათუნაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გაცხადებაზე

ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ წერილის შინაარს არ იზიარებენ. 

"ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი, თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" იზოლაციაშია მოქცეული და ეს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შედეგია. 

"ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან უკიდურესად შეშინებულები, იმ იზოლაციით, რომელშიც  არიან მოქცეული. ეს იზოლაცია არის ქართველი ხალხის შეუპოვარი ბრძოლის შედეგი რუსთაველის გამზირზე, სადაც 40 დღეზე მეტია დგანან და ქართული დემოკრატიისა და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის თავისუფლების გადარჩენისთვის იბრძვიან," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი. 

შეფასება გააკეთა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ. 

"ჩვენ ვერ ავყვებით ამ კონსპირაციული თეორიების განვითარებაში და არც შეგვეშინდება "დიფ სთეითის", რომელთან დაკავშირებითაც ყოვლად წარმოუდგენელ საზღვრებს მიაღწია "ქართული ოცნების" ზნედაცემულმა პროპაგანდამ," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარია "დიფ სთეითსა" და გლობალური ომის პარტიაზე. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არის "დიფ სთეითის" ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება, რომელიც, ომზე უარის შემთხვევაში, მათ სანქციებით უხეშად ემუქრება.

დღის ამბები