აშშ-ში, არიზონას შტატში, მამაკაცმა ავტოპილოტით მართვადი, უმძღოლო ტაქსი გამოიძახა, თუმცა, დანიშნულების ადგილისკენ დაძვრის ნაცვლად, ავტომობილმა, პარკინგის სივრცეში, წრეზე სიარული დაიწყო, - ამის შესახებ BBC წერს.
საბოლოოდ, პრობლემის მოგვარება დისტანციური დახმარების ჯგუფმა შეძლო, თუმცა, როგორც მგზავრი ამბობს, ტექნიკური ხარვეზის გამო, ლამის ფრენაზე დააგვიანდა, რადგან ავტომობილიდან გადმოსვლასაც ვერ ახერხებდა.