ანტალ როგანის დასანქცირებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ეხმაურება.
"ეს პირადი შურისძიების აქტია ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის მხრიდან უნგრეთში მოვლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმატებლად და სამარცხვინოდ ტოვებს პოსტს. აღნიშნული ქმედება მიმართულია ანტალ როგანის წინააღმდეგ. საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას მეგობრად და არა მტრადა აღიქვამენ", - ნათქვამია, სიიარტოს განცხადებაში, რომელსაც უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი სოციალურ ქსელ "იქსის" გვერდზე ავრცელებს.
შეერთებულმა შტატებმა, "მაგნიტსკის გლობალური სიის" ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს, კორუფციაში მონაწილეობის გამო, სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.