ტაილანდის პარლამენტმა ახალ ლიდერად ყოფილი პრემიერ-მინისტრ ტაქსინ შინავატრას ქალიშვილი აირჩია.
ტაილანდის თანამედროვე ისტორიაში 37 წლის ქალი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი გახდა. მას 491 დეპუტატიდან 319-მა დაუჭირა მხარი, 145 წინააღმდეგი იყო.
ორი დღის წინ, ტაილანდის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სრეტა ტავისინის თანამდებობიდან გადაყენების განკარგულება გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან "ეთიკის წესები" დაარღვია, როდესაც მინისტრთა კაბინეტში წარსულში ნასამართლევი ადვოკატი დანიშნა.